ხიფსთა (მთა)
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ხიფსთა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების ხიფსთისა და ააფსთის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2494 მ. აგებულია ქვედა და ზედაცარცული კირქვებით. ხიფსთის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.
ხიფსთა | |
---|---|
კოორდინატები: 43°16′56″ ჩ. გ. 40°42′34″ ა. გ. / 43.28222° ჩ. გ. 40.70944° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2494 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486.