ხისოს წყალი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ხისოს წყალი, ხისოს ალაზანი, ჭანჭახოვნისწყალი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. მიედინება თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2945 მ სიმაღლეზე. ერთვის თუშეთის ალაზანს მარჯვენა მხრიდან, ზღვის დონიდან 1642 მ სიმაღლეზე.[2]. სიგრძე 19,6 კმ, აუზის ფართობი 123 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,44 მ³/წმ.[3]
ხისოს წყალი | |
---|---|
ხისოს წყალი | |
სხვა სახელი | ხისოს ალაზანი, ჭანჭახოვნისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კავკასიონი 42°16′01″ ჩ. გ. 45°34′44″ ა. გ. / 42.26694° ჩ. გ. 45.57889° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2945 მ |
შესართავი |
თუშეთის ალაზანი 42°21′59″ ჩ. გ. 45°37′18″ ა. გ. / 42.36639° ჩ. გ. 45.62167° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1642 მ |
სიგრძე | 19,6 კმ |
აუზის ფართობი | 123 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,44 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ხისოს წყალი ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 227.
- ↑ Лист карты K-38-56 Кенхи. Масштаб: 1 : 100 000.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.