ხიზრი ალდამოვი
ისტორიკოსი
ხიზრი ალდამოვი (დ. 15 მარტი, 1949, დუისი, ახმეტის რაიონი, — გ. 6 მაისი, 2019, გროზნო) — ქისტი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე.
ხიზრი ალდამოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 მარტი, 1949 |
დაბ. ადგილი | დუისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 6 მაისი, 2019 (70 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
დაამთავრა გროზნოს პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით. მუშაობდა ინჟინრად სხვადასხვა საწარმოში; იყო გუდერმესის რაიონული საკვები კომბინატის მთავრი ინჟინერი; 1985 წლიდან იყო ჩეჩნეთის რევოლუციური მოძრაობის აქტივისტი და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის თანამებრძოლი. 1994 წელს ჩეჩნეთიდან გამოგზავნეს საქართველოში, როგორც იჩქერიის გენერალური წარმომადგენელი. იჩქერიის არაოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში 2001-2002 წლებამდე მუშაობდა. 2012 წელს დაბრუნდა გროზნოში. ბოლო წლებში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თანამოაზრე იყო.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2009, გვ. 200, თბ., 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი გარდაიცვალა. პანკისის სათემო რადიო WAY. 7 მაისი 2019.