ხვიარა შორვალა (ლათ. Vincetoxicum scandens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 180 სმ-მდეაა. აქვს ხვიარა, წვრილად შებუსული ღერო. ფორმით კვერცხისებური ან ლანცეტა ფოთლები, ქვევით განლაგებულები დიდი ზომისაა. ყვავილედი იღლიური მტევანია, გვირგვინის ნაკვთები ოდნავ ხორცოვანია, სამკუთხა, მურა-მოშავო ან მომწვანო. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებსა და ბუჩქნარებში.[1]

ხვიარა შორვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vincetoxicum scandens Sommier & Levier, 1892
სინონიმები
  • Alexitoxicon scandens (Sommier & Levier) Pobed., 1962
  • Antitoxicum scandens (Sommier & Levier) Pobed, 1952
  • Cynanchum scandens (Sommier & Levier) Kusn., 1905
  • Vincetoxicum amplifolium C. Koch, 1850
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 52.