სიმონ ხეჩინაშვილი
სიმონ ნიკოლოზის ძე ხეჩინაშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1919, ქუთაისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ― გ. 23 ივნისი, 2010, თბილისი, საქართველო) — ქართველი ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952),[1] პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1980), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996-2010),[2] ღირსების ორდენის კავალერი (1998).
სიმონ ხეჩინაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1919 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 23 ივნისი, 2010 (90 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, ღირსების ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.[3] 1942-1946 წლებში მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკაში, 1947-1954 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ი. ბერიტაშვილთან. 1941 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1941–1942 წლებში მუშაობდა თბილისის # 1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად. 1942–1946 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად.[3] 1946–1951 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ასისტენტად. 1951–1952 წლებში — ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დოცენტი. 1952–1979 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. 1979 წლიდან არჩეულ იქნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად.[4]
იგი ხანგრძლივი დროით სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში. გერმანიაში არჩეული იყო გერმანიის ბუნებისმეტყველთა აკადემიის უცხოელ წევრად, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად, ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.[4]
1964 წელს მიენიჭა ლენინური პრემია, 1966 წელს ლენინის ორდენი, 1971 წელს წითელი დროშის ორდენი, 1969 წელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის მედალი, 1979 წელს ოქტომბრის რევოლუციის ორდენი. 2016 წელს თბილისში გაიხსნა სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა.[5]
შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 476.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმონ ხეჩინაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სიმონ ხეჩინაშვილი — ბურუსი
- სიმონ ხეჩინაშვილი Curriculum Vitae
- სიმონ ხეჩინაშვილი[მკვდარი ბმული] — ქართული პრეისის ელექტრონული არქივი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სიმონ ხეჩინაშვილი - Ierieli. Iverieli. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 სიმონ ხეჩინაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.
- ↑ 3.0 3.1 სიმონ ხეჩინაშვილი – Simon Khechinashvili (1919-2010). „ბურუსი“ (25 ივნისი, 2010). ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.
- ↑ 4.0 4.1 ხსოვნა: აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი. „საქართველოს რესპუბლიკა“. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (25 ივნისი, 2010). ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]
- ↑ თბილისში ოტორინოლარინგოლოგ სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ipress.ge (4 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]