ხელმწიფე
ხელმწიფე, ჴელმწიფე (ჴელი-უფლება და მწიფე-სრული) — ძველი ქართული იურიდიული ტერმინი, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა საზოგადოდ შემძლებელს, უფლების მქონეს, სრულუფლებიანს, აგრეთვე მმართველს, ხელისუფალს, ხოლო შემდეგში, XI–XII საუკუნეებში, მეფეს. საისტორიო წყაროებში იხსენიება ჴელ-წიფება — შეძლება, უფლება, გაბედვა. ჴელმწიფება — ძალაუფლება, ბატონობა. ჴელმწიფობა, მეფობა. ჴელმწიფეთა ჴელმწიფე - მეფეთ მეფე. საჴელმწიფო — სამეფო. მეფე „ჴორცის ჴელმწიფედ“ მიიჩნეოდა, კათალიკოსი კი „სულისა“. ჴელმწიფე მეფის მნიშვნელობით იხმარება ვახტანგ VI-ის სამართალში, ასევე ბერძნული და სომხური კანონების ქართულ ვერსიებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი, ივანე, ქართული სამართლის ისტორია : წიგნი პირველი, ტფ. 1928
- თაყაიშვილი, ე., ხელმწიფის კარის გარიგება, ტფ. 1920
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 459-460.
- სურგულაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 5.