ხეკრებულნი, ხეკრებულთა — დასახლებული პუნქტი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მეფე ბაგრატ IV სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ხეკრებულნში იდგა, როდესაც თავს დაესხა თურქ-სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის მარბიელი ლაშქარი. თურქ-სელჩუკებმა ვერ მოახერხეს მათი დატყვევება. ხეკრებულნის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. მეცნიერებაში გამოთქმულია ვარაუდი (ივანე ჯავახიშვილი), რომ ისტორიული ხეკრებულნი იგივე ხეკერთდაღის მთაა (თურქეთის ტერიტორიაზე).

ლიტერატურა

რედაქტირება