ხევსურთსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია
ხევსურთსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის დასავლეთით, თხილაანთგორის ძირში. ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. ამჟამად მთლიანად დანგრეულია. ალაგ-ალაგ შეიმჩნევა კედლის კვალი. ნაეკლესიარზე დგას ნატეხი ქვით ნაგები პატარა ოთხკუთხა ნიში, რომელსაც პირამიდული ფორმის სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიტაშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 424.