ხახულის ხატი

(გადამისამართდა გვერდიდან ხახულის ღვთისმშობლის ხატი)

ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ხახულის კარედიშუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლი.

ხახულის კარედი

ტრიპტიქონი
ძირითადი ინფორმაცია
ხატწერის ტიპი აგიოსორიტისა
ხატის ზომა 2.02X1.47 მ
შენახვის ადგილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმი

ღვთისმშობლის კარედი ხატი (სიმაღლე 1.47 მ, სიგანე გაშლილი კარით 2.02 მ. ოქრო, ოქროში დაფერილი ვერცხლი, ვერცხლი). ხატი თავდაპირველად ინახებოდა ხახულის მონასტერში, სახელწოდებაც აქედანაა. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შეკულობა (X საუკუნე). შემდეგ ხატი გელათის მონასტერში გადაიტანეს და ღვთისმშოლის ეკლესიაში დაასვენეს. XII საუკუნეში აქ იგი თავიდან მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები ოქროში დაფერილი ვერცხლით), რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრითა და ჯვრებით მორთეს. კარების მოჭედილობა ორ ოსტატს შეუსრულებია, ამაზე მეტყველებს ორნამენტის შესრულების ხასიათი, მისი მხატვრული გადაწყვეტა. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მოხსენიებულია მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე.

 
XIX საუკუნეში გადაღებული ხახულის ხატი.

ხახულის ხატი საგანგებოდ ვედრების ღვთისმშობლის ხატისთვის იყო დამზადებული, რომელიც მის ცენტრში იყო დაბრძანებული. თავდაპირველად აღნიშნული კარედი ხახულის მონასტრის საგანძურს წარმოადგენდა, რის გამოც ხატს და თვით კარედსაც, რომელიც მას შემდგომში გაუკეთდა ხახულის ღვთისმშობლის სახელი ეწოდა. სავარაუდოდ მთავარი ხატი მოჭედილი იყო რომელსაც ქვები ამშვენებდა ხოლო ხელი და სახე ჰონდა მინანქრის. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის გამოიყურებოდა თუ არა ხახულის ცენტრაური ხატი ისე როგორც ეს შემოგვრჩა XIX საუკუნის ფოტოებზე.

ცნობილია რომ თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს (1106-1125) დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატი შენარჩუნების მიზნით ხახულის მონასტრიდან ხატი გელათის მონასტერში გადააბრძანა. სწორედ ამიტომაა რომ გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთი სვეტზე წარწერა:

 
„ხახულისა და გელათის საკურთხევლის ღვთისმშობელი.“

გელათის მონასტერში ხახულის ხატს გაუკეთდა ახალი, მინანქრებითა და ძვირფასი ქვებით შემკული, მდიდრული კარედი, რომელიც დღემდეა შემონახული. კარედზე შესრულებული წარწერა ზუსტად ფარგლავს მისი შესრულების დროს. წარწერა მოთავსებულია ორივე კარების ქვედა არშიაზე, ამოჭედილია ასომთავრული ასოებით, იამბიკურ ლექსად. წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით აღმაშენებელი და მისი შვილი დემეტრე I, რაც იმისი მანიშნებელია რომ კარედის მოჭედილობა დემეტრეს მეფობის დროსაა შესრულებული. დავით აღმაშენებელი წარწერაში მიხსენიება როგორც პირველი შემამკობელი ხატისა და წინაპარი დემეტრე მეფისა. და მართლაც როგორც დავით აღმაშენებლის ანდერძიდან არის ცნობილი მან სიკვდილის შემდეგ უანდერძა მთელი მისი თვალ მარგალიტები ხახულის ხატს. დემეტრე წარწერაში მოხსენიებულია როგორც "ძეობით მფლობელი" და ხატის მეორედ დამამშვენებელი, ე. ი. დღემდე მოღწეული ხატის დამკვეთი. აქედან გამომდინარე კარედის შექმნის თარიღი მერყეობს 1125-1156 წლებში.

 
ვედრების ხატი დღეს

ხახულის ღვთისმშობლის ხატი პირველად 1650 წელს რუსეთის ელჩებმა ტოლოჩანოვმა და იევლევმა ასე აღწერეს:

 
„ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხელებგაწვდენილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი.“

ერთი მხრივ თვით ხატის სიმდიდრე ხოლო მეორე მხრივ ძვირფასი შენაწირები, რომლებიც კარებზე იყო დაკიდული, გახდა ხატის გაძარცვის მიზეზი. 1859 წელს პირველი გაძარცვის დროს დაიკარგა ხახულის ღვთისმშობლი ვედრების მინანქრიანი ხატი.

1904 და 1905 წლებში ყაჩაღებმა მოაწყვეს მონასტერზე თავდასხმა, რომლის დროსაც გაიტაცეს ქართული ოქრომჭედლობის ბევრი საუკეთესო ნიმუში და მათ შორის ხახულის ხატის ყველა შეწირული ნივთი. თავად კარედი მისი სიდიდის გამო გადაურჩა გატაცებას.

გატაცებული ღვთისმშობლის ხატი როგორც ამას ნ. პ. კონდაკოვი მოწმობს მოხვდა მ. პ. ბოტკინის კოლექციაში, რომელიც 1923 წელს რსფსრ ხელმძღვანელი ორგანოს დადგენილებით დაუბრუნდა საქართველოს. ვედრების მინანქრის ხატიდან შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის მინანქრის სახე და ხელები. 1932 წელს გელათის მონასტრის არქივში მიკვლეული იქნა აკვარელით შესრულებილი ხატის მოჭედილობის ესკიზი, რომელიც ქ. ქუთაისის გუბერნატორის, ლევაშოვის დაკვეთით მონასტრის გაძარცვამდე შეუსრულებია არქიტექტორ ვასილევს. 1863 წელს ოქრომჭედელმა საზიკოვმა ესკიზის მიხედვით დაამზადა ახალი ხატის მოჭედილობა, რომელიც შეწირულ იქნა გელათის მონასტერს ლევაშოვის მიერ 1865 წელს.

1952 წელს როდესაც ხახულის ღვთისმშობლის ხატი გელათის მონასტრიდან შენახვისა და დაცვის მიზნით თბილისში საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურში გადმოიტანეს, მოხსნეს ახლად დამზადებული ვედრების ხატი და მის ნაცვლად ხახულის ვედრების მინანქრის ფრაგმენტები ჩაასვენეს.

ხატი რამდენიმეჯერ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. მათგან გამოირჩევა ნ. პ. კონდაკოვისა და დ. პ. გორდეევის კვლევა. სხვა მეცნიერთა კვლევა მხოლოდ დანამატია ამ ორი მეცნიერის კვლევისა და აღწერის ფონზე. ხახულის კარედი გამოირჩევა თავისი რთული შემადგენლობით - ჭედურობა, სხვადასხვა დროისა და სტილის ტიხრული მინანქარები, ტვიფრული ქვები.

ჭედურობა

რედაქტირება
 
ხახულის კარედის ფრაგმენტი

მთელი ხატი დაფარულია მდიდრულად ორნამენტირებული ჭედური ფურცლებით. შუა ნაწილის ჭედურობა შესრულებულია ბაჯაღლო ოქროს ფურცელზე. გვერდითი ფრთებისა კი - ცხელი წესით მოოქროვილ ოქროსა და ვერცხლის შენადნობზე. ხახულის ხატის მოჭედილობა დღემდე უცვლელი სახით არის მოღწეული. გაშლილი კარედის ზომაა - (2X1,47 მ), ცალკე ფრთებისა კი - (1,15X0,52 მ). ხახულის კარედის ცენტრში მოთავსებულია ღვთისმშობლის ვედრების ხატი - ”დეისუსი” (54X41 სმ). მთელი კარედის ფონი მორთულია ჭედური ფოთლოვანი ორნამენტებით. ორნამენტი ზევით მიმართული მცენარეული ყლორტებითაა წარმოდგენილი, იშლება მთელ ზედაპირზე და ქმნის დეკორატიულ ხვეულებს. ყოველ ხვეულში ჩასმულია რელიეფური მრავალფურცელა. კარედის მოჭედილობის ერთიანი ჩანაფიქრისდა მიუხედავად სამივე ნაწილის ჭედურობის მანერა განსხვავდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ტრიპტიქონის მოჭედილობაზე მუშაობდა სამი სხვადასხვა ოსტატი. ხახულის ტრიპტიქონის ჭედურობის ორნამენტული მოტივი შედგება 11-12 საუკუნეებში ქართული ჭედური ხელოვნებისათვის კარგად ცნობილი ცალკეული ელემენტებისაგან, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ კარედის ხატის ჭედურობა წარმოქმნილია ძველი ტრადიციების მქონე ქართულ მხატვრულ წრეში.

ტიხრული მინანქარი

რედაქტირება

ოქროს ფუძეზე დამზადებული მინანქრების ხელოვნებას სამართლიანად მიიჩნევენ ძველი ქართული მხატვრული ხელოვნების მწვერვალად. ოქროს ფურცელზე შესრულებული ტიხრული მინანქარი შემოგვრჩა ცალკე ხატებსა და მინანქრის მედალიონების სახით, რომლებიც ამკობენ ძველი ხატების მოჭედილობებს, ჯვრებს, ხელნაწერტა ყდაჭედილებს, პანაღიეებს, სანაწილებს და სხვა. ნ.პ. კონდაკოვი იყო იმ პიონერთაგანი რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა ხახულის ხატის ტიხრული მინანქარი.

მედალიონები

რედაქტირება

ძვირფასი ქვები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: