ხაშურის საპატიო მოქალაქეები

ხაშურის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით.[1] საპატიო წოდება „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.[2]

ქვემოთ მოტანილია ხაშურის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:

დაჯილდოება არ გამართულა.

 
გიორგი ლობჟანიძე
  • გიორგი ლობჟანიძე — აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, მწერალი, მთარგმნელი;
  • გოჩა ტყეშელაშვილი — პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი.
  • მიხეილ ქავთარია — ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში, კერძოდ კი ქართული ხელნაწერების კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
  • ანდრეი გაზაროვი — უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობაში, კერძოდ კი ხაშურისა და ნოვოგრად–ვოლინსკის მეგობრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
  • ვახტანგ კვინიკაძე — დამსახურებული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონების აღზრდისათვის;
  • მერი ხარაბაძე — დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
  • თამაზ ლაცაბიძე — ისტორიკოსი, მკვლევარი, ხაშურის ისტორიული წარსული კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
  • კლარა ელჩიბეგაშვილი — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენისა და იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
  • ნინო გელაშვილი — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
  • თენგიზ ოსაძე — ხაშურის „ივერიის“ გუნდის კაპიტანი, ვეტერან სპორტსმენი ხაშურში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
  • ლევან გვაზავა — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეციერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.
  • მურად მთვარელიძე — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ორმოცამდე წიგნის და ორასზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული სტატიის ავტორი;
  • ელზა მენაბდე — დამსახურებული ექიმი, ხაშურის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს და ევროპის კარდეოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი;
 
გიედრიუს პუოჯუნასი
  • თემურ კობერიძე — საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, დამსახურებული სპორტსმენი, მწვრთნელ–მასწავლებებლი, მის მიერ გაწვრთნილი გოგონათა გუნდი მოიპოვა მსოფლიო პირველობის საგზური ჰოლანდიაში გასამგზავრებლად, გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორგზის საქართველოს ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში;
  • რობერტი სუხიაშვილი — ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ხაშურის კულტურის განყოფილების უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხაშურის ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორი.
  • გიედრიუს პუოჯუნასი — ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის განსაკუთრებული პარტნიორობისთვის, ერთობლივი პროექტების ინიცირებისა და განხორციელებისათვის;
  • დიმიტრი ტალახაძე — დამსახურებული მომღერალი;
  • ავთანდილ დვალიშვილი — დამსახურებული აგრონომი, სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი.
  • ლიანა ტატიშვილი — კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი;
  • ზეინაბ ხმიადაშვილი — ექიმი, კარდიოლოგი;
  • გიორგი ხაჩიძე — პედაგოგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2011 წლის 20 სექტემბერი
  2. [2] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2015 წლის 1 ივნისი