მიხეილ ქავთარია

ქართველი ფილოლოგი

მიხეილ ქავთარია (დ. 19 სექტემბერი, 1929, ხაშური — გ. 14 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მიხეილ ქავთარია
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1929(1929-09-19)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 2019(2019-04-14) (89 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1947 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის რკინიგზის მე-12 (შემდეგში რკინიგზის მე-3 და ახლანდელი ხაშურის მე-6 საჯარო) სკოლა. 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე - „ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება“. 1981 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე -„XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“.

მიხეილ ქავთარია 1958 წლიდან დღემდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია.

2014 წელს პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი. ამავე წელს იგი დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ - მიხეილ ქავთარია 80“, თბილისი, 2012.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: