ლიანა ტატიშვილი
ლიანა ტატიშვილი (დ. 22 ივნისი, 1948, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი. კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ხაშურის საპატიო მოქალაქე.[1]
ლიანა ტატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის №1 სამუსიკო სასწავლებელი. |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებალიანა ტატიშვილი დაიბადა 1948 წლის 22 ივნისს ქალაქ თბილისში. 1969 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის №1 სამუსიკო სასწავლებელი. 1984 წელს გაიარა დახელოვნების კურსები ხალხური შემოქმედების ცენტრში. 1987 წელს წარჩინებით დაამთავრა ლენინგრადის კრუპსკაიას სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1967 წლიდან მუშაობს ხაშურის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში.[2] მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მრავალ სოფელში, მუსიკის მასწავლებლად. 1972 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლაში, მუსიკის მასწავლებლად.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქალები საქართველოდან - ლიანა ტატიშვილი. womenofgeorgia.ge (4 ნოემბერი, 2020).
- ↑ ხაშურში კომპოზიტორ ლიანა ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. www.interpressnews.ge (4 ნოემბერი, 2020).
- ↑ ლიანა ტატიშვილი. mecxreskola.weebly.com (4 ნოემბერი, 2020).