ხარლამოვის ხიდი (რუს. Харламов мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 16,9 მეტრი, ხოლო სიგანე — 22,5 მეტრი.

ხარლამოვის ხიდი
რუს. Харламов мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′27″ ჩ. გ. 30°18′11″ ა. გ. / 59.92417° ჩ. გ. 30.30306° ა. გ. / 59.92417; 30.30306
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
სიგრძე 16,9 
სიგანე 22,5 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1753 წ.
რეკონსტრუქცია 1934 წ.
ხარლამოვის ხიდი — რუსეთი
ხარლამოვის ხიდი
ხარლამოვის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ხარლამოვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხარლამოვის ხიდი მდებარეობს რიმსკი-კორსაკოვის პროსპექტის ღერძზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ვალკის სახლი, სადაც პეტერბურგსი სტუმრობისას ცხოვრობდა ალექსანდრე გრიბოედოვი. ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედების ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზუსტად ამ სახლის პროტოტიპეზა საუბარი რომანში „დანაშაული და სასჯელი“.

დინების ზემოთ მდებარეობს ლომების ხიდი, ხოლო ქვემოთ — ნოვო-ნიკოლსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურეა (900 მ) „სადოვაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1764 წლიდან და მომდინარეობს ბიზნესმენ ე. ს. ხარლამოვის გვარიდან. 1934 წლის 13 აპრილს ხიდს უწოდეს კომკავშირის ხიდი, ისტორიული სახელი დაუბრუნდა 1991 წლის 4 ოქტომბერს.

1753 წელს ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი. 1780 წლისათვის ხიდი ქვის ბურჯებზე გადაიყვანეს და მოაპირკეთეს გრანიტით. ხიდი არაერთხელ გაარემონტეს ხის მასალით. 1905 წელს ხიდის თაღების კონსტრუქცია შეცვალეს ახლით, მაგრამ შეინარჩუნეს ძველი კონსტრუქცია. მშენებლობის ტექნიკურ მეთვალყურეობას ახორციელებდა არქიტექტორი კარლ ბალდი.

1934 წელს ინჟინრების მ. ი. ჟდანოვის, არიადნა საპერშტეინისა და არქიტექტორ კ. მ. დმიტრიევის პროექტის მიხედვით ხიდი გადააკეთეს ერთმალიან რკინა-ბეტონის თაღოვან ხიდად.

1978 წელს გრანიტის ჯებირებით გამოყვეს ტროტუარი ავტომობილის სავალი გზისაგან, შეიცვალა რკინა-ბეტონის პარაპეტები. 2005 წელს დაამონტაჟეს მეტალის მოაჯირი.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ამჟამად ერთმალიანია, გამოიყენება როგორც ავტომობილების ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის. კონსტრუქციის მიხედვით ჰგავს ნოვო-ნიკოლსკის ხიდს, რომელიც მისგან დინების ქვემოთ მდებარეობს.

ხიდს აქვს ავტოტრანსპორტის სავალი გზის 4 ზოლი. ხიდი მთლიანად მოასფალტებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება