ლომების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
ლომების ხიდი (რუს. Львиный мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,44 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,2 მეტრი. წარმოადგენს XIX საუკუნის ხიდმშენებლობის გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლს. სამიდან ერთ-ერთი დღემდე შემონახული ჯაჭვიანი ხიდი ბანკისა და ფოსტის ხიდებთან ერთად.
ლომების ხიდი რუს. Львиный мо́ст | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°55′37″ ჩ. გ. 30°18′05″ ა. გ. / 59.92694° ჩ. გ. 30.30139° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | გრიბოედოვის არხი |
კონსტრუქციის ტიპი | დასაკიდი ხიდი |
სიგრძე | 22,44 მ |
სიგანე | 2,2 მ |
გახსნის თარიღი | 1826 წ. |
რეკონსტრუქცია | 1948, 2000 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებალომების ხიდი აკავშირებს მცირეპოდიაჩესკის ქუჩასა და ლომების შესახვევს.
დინების ზემოთ მდებარეობს პოდიაჩესკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ხარლამოვის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია (1 კმ) „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდმა სახელწოდება მიიღო ოთხი თუჯის ლომის ქანდაკებისაგან, რომელიც არის პავლე სოკოლოვის ნამუშევრები და მდებარეობენ ხიდის კუთხეებში.
ისტორია
რედაქტირებახიდის აშენების აუცილებლობა გამოიწვია ქალაქის ამ რაიონში მოსახლეობის მატებამ.
ხიდის პროექტი შეიმუშავეს ინჟინრებმა ვასილი ტრეტერმა და ვ. ა. ხრისტიანოვიჩმა. ლომების ხიდთან ერთად შეიმუშავეს მეორე ბანკის ხიდის პროექტი. 1825 წლის 18 თებერვალს ორივე პროექტი დაამტკიცეს და ამავე წლის ზაფხულში დაიწყო მათი მშენებლობა. იგეგმებოდა სამუშაოების დასრულება ამავე წლის ოქტომბერში, მაგრამ ხიდის მეტალის ნაწილების დამზადების გაჭიანურების გამო, მათი მშენებლობა დასრულდა 1826 წელს. თუჯისა და მეტალის სამშენებლო მასალები დაამზადეს ბერდის ქარხანაში. 1826 წლის 1 ივლისს ხიდი გაიხსნა ფეხით მოსიარულეებისათვის. ლომების ქანდაკება შეასრულა პავლე სოკოლოვმა.
1948 წელს ინჟინერ ა. მ. იანოვსკის პროექტის მიხედვით წარიმართა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1954 წელს ხიდზე დააყენეს ახალი მოაჯირები და ფანრები. კიდევ ერთი სარესტავრაციო სამუშაოები წარიმართა 2000 წელს ინსტიტიტ „მშენპროექტის“ მიერ.
1838 წელს ხიდის შემცირებული კოპიო ააგეს ბერლინში დიდი ტირგარტენის პარკში და ლომების ხიდი გახდა ბერლინის პირველი დაკიდული ხიდი.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ამჟამად ერთმალიანია, გამოიყენება ფეხით მოსიარულეებისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
- Кочедамов В.И. Цепные мосты в Петербурге первой четверти XIX века // Архитектурное наследство. — Л., 1959. — № 9. — С. 209—220.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 70. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Львиный мост //СПб ГБУ «Мостотрест»