ბანკის ხიდი (რუს. Банковский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 20,1 მეტრი, სიგანე - 1,85 მ. ხიდი არის XIX საუკუნის ხიდმშენებლობის გამორჩეული ძეგლი.

ბანკის ხიდი
Банковский мост
კოორდინატები 59°55′56″N 30°19′29″E / 59.932161° ჩ. გ. 30.324856° ა. გ. / 59.932161; 30.324856
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
სიგრძე 20,1 მ
სიგანე 1,85 მ
გახსნის თარიღი 1826
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810694002

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს გრიბოედოვის არხის სანაპიროზე № 27 და 30 სახლებს შორის.

ხიდის ღერძი ორიენტირებულია სახელმწიფო ბანკის კარიბჭის ცენტრის მიმართ - იმ ადგილას, სადაც არხი იცვლის თავის მიმართულებას. ხიდის ახლოს მდებარეობს ყაზანის საკათედრო ტაძარი.

დინების ზემოთ მდებარეობს ყაზანის ხიდი, ქვემოთ კი — ფქვილის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „ნევის პროსპექტი-2“, რომელიც მდებარეობს 410 მეტრში.

სახელწოდება

რედაქტირება

თავისი სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე ბანკის მიხედვით, რომლის შენობაშიც ამჟამად განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური უნივერსიტეტი.

ხიდის მშენებლობის აუცილებლობა განაპირობა რაიონში მოსახლეობის ზრდამ.

ხიდის პროექტი შეიმუშავეს ინჟინრებმა ვასილი ტრეტერმა და ვასილი ხრისტიანოვიჩმა. ბანკის ხიდთან ინჟნრებმა ერთად შეიმუშავეს კიდევ ერთი საფეხმავლო ხიდის, ლომების ხიდის პროექტი. 1825 წლის 18 თებერვალს ორივე პროექტი დაამტკიცეს და ამავე წლის ზაფხულში დაიწყო მათი მშენებლობა. იგეგმებოდა სამუშაოების დასრულება ამავე წლის ოქტომბერში, მაგრამ ხიდის მეტალის ნაწილების დამზადების გაჭიანურების გამო, მათი მშენებლობა დასრულდა 1826 წელს. თუჯისა და მეტალის სამშენებლო მასალები დაამზადეს ბერდის ქარხანაში. 1826 წლის 24 ივლისს ხიდი გაიხსნა ფეხით მოსიარულეებისათვის.

ხიდი განსაკუთრებით ცნობადი გახდა ფრთიანი ლომების ქანდაკებებით, რომლებიც იყო პავლე სოკოლოვის ნამუშევარი. მითიური ფრთიანი ლომები ადრე გვხვდებოდა მხოლოდ ავეჯზე და ცალკეულ არქიტექტურულ დეტალებში, ეს კი იყო ქუჩის გაფორმებაში მისი პირველი გამოყენება. მოდელების შექმნის სამუშაოები მიმდინარეობდა 1825 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. ქანდაკებების მოდელები დაამზადეს თაბაშირისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — СПб.: Норинт, 1996. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 40. — 511 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება