ხარი (მდინარე)
ხარი[1] (ინდონ. Batang Hari, სხვა სახელწოდებები ბათანგხარი, ჯამბი) — ინდონეზიაში კუნძული სუმატრას ყველაზე გრძელი მდინარე[2] (სხვადასხვა აღწერით 600-დან 800-მდე კმ). ის სუმატრას აღმოსავლეთ სანაპიროზე მინანგკაბაუს მაღალმთიანეთიდან ხვდება.
ხარი Batang Hari | |
---|---|
ქვეყანა | ინდონეზია |
სათავე | ბარისანი |
სათავის სიმაღლე | 1500 მ |
სიგრძე | 600 კმ |
აუზის ფართობი | 40000 კმ² |
ხარი ვიკისაწყობში |
აღწერა
რედაქტირებამდინარე სათავეს იღებს 1 531 მეტრი ზღვის დონიდან მთა გუგონგ რასას ფერდობზე[3] (2585 მ, ბარისანის ქედი) დასავლეთ სუმატრას პროვინციაში. თავიდან სამხრეთით, შემდგომ აღმოსავლეთით უხვევს და ძირითადად დაჭაობებულ ადგილებზე მიედინება[4]. იგი გვხვდება პროვინცია სუმატრას დასავლეთ რამდენიმე ოლქში (სამხრეთი სოლოკი, დჰასმარაია) და ჯამბი (ბუნგოს ოლქი, ტებო, ბათანგხარი, მუარო-ჯამბი, აღმოსავლეთ ტანჯუნგ-ჯაბუნგი), შედის სრუტე ბერხალაში, რომელიც მიეკუთვნება სამხრეთ - ჩინეთის ზღვის აუზს[5]. მსხვილი შენაკადებია ტებო, ტაბირი, მერანგინი, ტემბესი და ეისა[3].
მდინარე ხარის აუზი არის სიდიდით მეორე მდინარეების აუზთა შორის ინდონეზიაში, და იკავეს მიახლოებით 40 000 კმ² ფართობს[4] (სხვა მაჩვენებლებით 49 000 კმ²)[6]. წყალშემკრების საშუალო ფართობის დაახლოებით 76 % მდებარეობს პროვინცია ჯამბიში, დანარჩენი 24 % — დასავლეთ სუმატრას პროვინციაში[6]. მდინარის სიგრძე წარმოადგენს 600 კმ[4] (სხვა მაჩვენებლებით 800 კმ)[3].
მდინარე საზღვაო ნავებისთვის სანაოსნოა ქალაქ ჯამბიმდე (155 კმ ნაპირიდან). მდინარის პირას მყოფი უდიდესი ქალაქი და პორტია — ჯამბი (586 930 მცხოვრები). ტრანს სუმატრას გზატკეცილი (AH25) გადაკვეთს მდინარეს ქალაქ ჯამბასთან.
მდინარის აუზში არსებობს ოქროს საბადოები[3], სწორედ რომლის გამოც აქვს კუნძულს სახელი Swarnadwipa, რაც სანსკრიტიდან თარგმნისას ნიშნავს „ოქროს კუნძულს“.
ძველად, მდინარის პირას არსებობდა კომერციული პორტი, ცნობილი როგორც მელაიუ. 686 წელს დატყვევებული იყო შრიბიჯაიას სამეფოს მიერ. X საუკუნის დასაწყისში ჯამბის დინებიდან 26 კილომეტრით დაბლა გაჩნდა კომპლექსი ინდო - ბუდისტური რწმუნების. ინდური გავლენა შეეტყო მდინარის სახელწოდებას (ხარი — ეს არის ერთ-ერთი სახელი ვიშნუსა და კრიშნის ინდუიზმში)[3].
სამთო საწარმოების მუშაობა და ტყეების გაჩეხვა მდინარის აუზზე მის დინებაზე მოქმედებს, იწვევს და ზრდის მდინარის პირას ნიადაგის ეროზიას, ასევე ზრდის მდინარის აღრევას განსაკუთრებით ქვედა დინებაში. რამაც ეს ყველაფერი მიიყვანა იქამდე, რომ წყალი მდინარეში უეცრად მატულობს წვიმის სეზონის დროს და პირიქით, სწრაფად ვარდება მშრალი სეზონისას. წყლის მოხმარების საშუალო რაოდენობა უდრის 1500 მ³/წმ[4].
ბუნების დაცვისთვის მდინარის პირებზე გააშენეს ეროვნული პარკები ქერენჩი - სებლატ (დასავლეთით, ფართობი 1 375 000 ჰა) და ბერბაკი (162 700 ჰა)[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაhttp://www.thejakartapost.com/news/2011/07/02/reviving-batanghari%E2%80%99s-heyday.html დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Batang Hari River
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Словарь географических названий зарубежных стран / отв. ред. А. М. Комков. — 3-е изд., перераб. и доп. — М. : Недра, 1986
- ↑ Reviving Batanghari’s heyday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 2 August 2014.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Introduction to Jambi. indahnesia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-17. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Хари
- ↑ Большой атлас мира, издание четвертое, The reader’s Digest World Atlas, 2007, ISBN 978-5-89355-169-3, стр. 98
- ↑ 6.0 6.1 DAS Batanghari. academia.edu. ციტირების თარიღი: 2016-11-17.