ხანტები (საკუთარი სახელწოდება Ханти, ხანტი — „ადამიანი“) — უნგრული ჯგუფის ხალხი. ცხოვრობენ რუსეთში მდინარეების ობის, ირტიშისა და მათი შენაკადების ნაპირებზე. ხანტები ცხოვრობენ ტიუმენის ოლქის იამალ-ნენთა (ხანტების 30,5 %) და ხანტი-მანსის (59,7 %) ავტონომიურ ოკრუგებში, აგრეთვე ტომსკის ოლქში (3 %) და კომის რესპუბლიკაში (0,3 %). რაოდენობა 28 678 (2002, აღწერა). ლაპარაკობენ ხანტი ენაზე. გამოიყოფა ხანტების სამი ჯგუფი: ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისა. ხანტების ეთნოგენეზი დაიწყო ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრულს აბორიგნი მოსახლეობისა და მოსული უნგრული ტომების აღრევის საფუძველზე. ტრადიციულად მისდევენ მეთევზეობას, ნადირობას და მეირმეობას. რელიგია — შამანიზმი და მართლმადიდებლობა. ცხოვრობენ ე.წ. ჩუმებში.

ხანტი მოხუცები
ხანტების საცხოვრებელი — ჩუმი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: