„ჩუმი“ (რუს. Чум; კარავი, ქოხი) — კონუსისებური ფორმის ტრადიციული საცხოვრებელი მომთაბარე ცხოვრების წესის ხალხისთვის. მისი ძირითადი ელემენტია კარკასი, რომელიც კეთდება ბოძებისგან და, ჩვეულების ან სეზონის მიხედვით, დაფარულია ქერქით (მაგალითად, არყის ქერქი ან ლარქის ქერქი), მოქნილი ტყავით, ირმის ტყავით ან თექით. ამ ფორმის საცხოვრებლები გავრცელებულია მთელ ციმბირში, ურალის მთებიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე, ფინელ, უნგრელ, ენისეის, თურქ და მონღოლ ხალხებს შორის. ქვედა ნაწილში „ჩუმის“ დიამეტრი ჩვეულებრივ 3-დან 9 მეტრამდეა, სიმაღლე — 5 მეტრამდე.[1]

„ჩუმი“
ზვენკების „ჩუმის“ მოდელი მერქნით

არქიტექტურა რედაქტირება

„ჩუმი“ შედის ხელოვნურად შექმნილი საცხოვრებლის უმარტივეს ფორმებში, რომლებსაც ადამიანები მიმართავდნენ ისტორიის ძალიან ადრეულ ეტაპებზე. მისი პროტოტიპი შეიძლება იყოს, მაგალითად, ხისკენ დახრილად დაწყობილი ტოტები. ევროპულ რუსეთში „ჩუმმა“ დაკარგა თავისი ყოფილი დანიშნულება და გადაიქცა მომსახურების სამაგისტრო ნაგებობად: მარიელებს, უდმურტებს, ჩუვაშებს, თათრებს შორის მისი ბოძების ჩარჩო ბეღელის მაგივრად მოქმედებს; ჩალით დაფარული, მარნისკენ გადასასვლელს ფარავს. დასავლელ ფინელებს შორის — ჩრდილოეთ ფინეთსა და კარელიაში — „კოტის“ სახელით არის გავრცელებული და ზაფხულში სამზარეულოს მაგივრად გამოიყენება. „ჩუმის“ შუაგულში, მის თავზე არსებული ნახვრეტის ქვეშ, ჩვეულებრივ პატარა ქვებისგან დამზადებული კერაა. ასეთივე ნაძვის ძელებით გაკეთებული სამზარეულოები აღმოაჩინეს ესტონელებს შორის 1840-იან წლებში; კუნძულ ჰიიუმააზე და ვილიანდის მახლობლად, ამ დანიშნულების კოტა გამოიყენებოდა XIX საუკუნის ბოლოს და ალბათ, დღესაც არსებობს. მაგრამ როგორც ჩანს, ძველის გართულებაა: კონუსი ბოძებისგან უკვე როგორც სახურავი, ისე ეფარება მრგვალი ქვის კედელს.

იგივენაირი ქოხი, რომელიც ზაფხულში დაფარულია ტილოთი, ზამთარში სქელი თექით, გვხვდება მისი პრიმიტიული ფორმით, „კოტის“ სახელით, შვედეთსა და ნორვეგიაში საამის მომთაბარეებს შორის. რუსულ საამებს შორის ის კემპინგისებურ საცხოვრებელ ადგილს ემსახურება (კუვაქსა, ან ვეჟა) და ნახევრად დაფარულია ტილოთი.

კონუსისებური ფორმა განსაზღვრავს იმას, რომ „ჩუმი“, სხვა გეომეტრიული ფორმების მქონე საცხოვრებლისგან განსხვავებით, უმცირესი ფართობისაა. ამის გამო სითბოს დაკარგვა ნაკლებად ხდება, რაც მნიშვნელოვანია ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხისთვის. ამასთანავე ასეთი ფორმა განსაკუთრებულ მდგრადობას იძლევა ქარბუქისა და ძლიერი ქარის დროს.

ჩუმის აწყობა რედაქტირება

„ჩუმის“ აწყობასა და დაშლაზე ძირითადად ქალები მუშაობდნენ. დასადგელი ადგილის შერჩევა სეზონის მიხედვით ხდებოდა. ზამთარში ქარისგან მოფარებულ ადგილს ირჩევდნენ, სადაც ხეები და ბუჩქები იზრდებოდა სახლის გასათბობად და თან მდინარესთან ახლოს, თევზის ჭერა რომ შესძლებოდათ. ამასთანავე ირმების გამოსაკვებად ხავსიც იყო თოვლის ქვეშ და შორს აღარ წავიდოდნენ. ზაფხულში კი ღია, მაღალ ადგილ არჩევდნენ ტბორთან ახლოს. „ჩუმის“ დადგმამდე ადგილს ათავისუფლებდნენ: ზაფხულში ბალახის ფენისგან, ზამთარში კი თოვლისგან. მთავარი საცხოვრებლის ცენტრის განსაზღვრაა. თავიდან 6 ბოძს აწყობდნენ, რომლებიც ზედა ნაწილში ერთმანეთთან იყო გადაბმული. შემდეგ კი დანარჩენ ბოძებს აწყობდნენ წრიულად. გადახურვის კიდეები დამაგრებული იყო ზემოთ ბოძების დახმარებით. ზედა ნაწილში ტოვებდნენ ცეცხლის ალის გასასვლელ ხვრელს. ამავე დროს ამ ხვრელიდან სინათლეც შემოდიოდა. ცენტრში კეთდებოდა კერა, რომელიც სითბოს წყაროს წარმოადგენდა და მოწყობილი იყო საკვების მოსამზადებლად. შიგნით იდგმებოდა მხოლოდ აუცილებელი ნივთები.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Большая российская энциклопедия — ЧУМ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-08. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩუმი&oldid=4494591“-დან