ხათუნა ლაგაზიძე
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ხათუნა ლაგაზიძე (დ. 24 თებერვალი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი.
ხათუნა ლაგაზიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1972 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები და ასპირანტურა, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.
გავლილი აქვს გარმიშ-ჰარტენკირხენის (გერმანია) ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრის „ოცდამეერთე საუკუნის ლიდერთა“ კურსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მართვის განხრით.1996-2001 წლებში სხვადასხვა დროს პოლიტიკურ მიმომხილველად მუშაობდა გაზეთებში: ჯორჯიან ტაიმსი, 7 დღე, კავკასიონი.
მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის წამყვან სახელმწიფო მრჩევლად სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ანალიტიკურ დეპარტამენტში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ალმა-მატერში ასწავლიდა სახელმწიფო მართვის თეორიისა და სისტემების კურსს.
ავტორია სახელმძღვანელოსი „სახელმწიფო მართვის თეორიის საფუძვლები“. ასწავლის სახელმწიფო მართვის სისტემებსა და პოლიტოლოგიას ბადრი პატარკაციშვილის სახელობის მედიის უმაღლეს სკოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2014, გვ.150
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სახელმწიფო მართვის თეორიის საკითხები , თბილისი, გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2006, გვ. 200