ხადორჰესი
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
ხადორჰესი — სეზონური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის შესართავთან. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 24 მგვტ. საშუალო წლიური გამომუშავება 100 მლნ. კვტ·სთ.
მშენებლობა დაიწყო 2001 წელს,[1] საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ჩინეთში ვიზიტის შედეგად.[2] ხადორჰესი საექსპლუატაციოდ გადაეცა 2004 წელს, გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.[2]
ჰიდროელექტროსადგური კერძო საკუთრებაში იმყოფება. აშენდა ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ხადორჰესი - ერთობლივი ჩინურ-ქართული პროექტი ჩაბნელებული კახეთის გასანათებლად
- ↑ 2.0 2.1 შევარდნაძე ე., „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“, თბილისი: ნეოსტუდია, 2018 [2006]. — გვ. 183, ISBN 978-9941-0-9783-6.