ჭყიპანტა
ჭყიპანტა (ლათ. Silene vulgaris) — 30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ხასიათდება აღმავალი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღეროებით. ფოთლები უკუკვერცხისებურია, მოგრძოელიფსური, ღეროს ზედა ნაწილში ნახევრად ღერომხვევია. ყვავილები შეკრებილია ქოლგისებურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები თეთრია. იზრდება სუბალპურ სარტყელში მაღალბალახიან და ნაირბალახიან მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, შუა და მცირე აზიას, ირანს.
ჭყიპანტა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Silene vulgaris (Moench) Garcke | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19108751 | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 200.