ლამაზა (ლათ. Silene) — ერთი ან ორწლიანი ბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა (ლათ. Caryophyllaceae) ოჯახიდან, ღერო სწორმდგომი, 20-70 სმ სიმაღლისა, 1-4 სმ სიგრძის დართო ან მომრგვალო-ლანცეტა ფოთლებით.

ლამაზა

Silene compacta
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  ლამაზა
ლათინური სახელი
Silene

ყვავილედი ცილინდრულია, მრავალყვავილოვანი, იისფერ-მეწამული ფერის. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ტყის პირებსა და მდელოებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დარეჯან მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული თაიგული, თბ. 2001

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება