ჭიაურისწყალი
ჭიაურისწყალი — მდინარე საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 18,4 კმ, აუზის ფართობი 73,6 კმ². სათავე აქვს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,62 მ³/წმ.
ჭიაურისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თიანეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე | კახეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 1815 მ |
შესართავი | იორი |
სიგრძე | 18,4 კმ |
აუზის ფართობი | 73,6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,62 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 397.