ჭეო
ჭეო — ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ჭეო ფუტკრის ძვირფასი ცილოვან-ნახშირწყლოვანი საკვებია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის საჭირო ადრე გაზაფხულზე, ფუტკრის ოჯახის გამრავლებისას. ფუტკრები მას საკვებ დანამატად ხმარობენ. გამოიყენება მედიცინაშიც. ყვავილის მტვრისგან განსხვავებით ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მდიდარია ვიტამინებით.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდეშელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 390.