წყლის სამყურა
წყლის სამყურა (ლათ. Menyanthes) — მცენარეთა გვარი წყლისსამყურასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია, გვარის ერთადერთი სახეობა - Menyanthes trifoiiata ჭაობის ტიპური მცენარეა და გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში. საქართველოში გვხვდება კოლხეთის დაბლობისა და მთის ტორფიან ჭაობში.
წყლის სამყურა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Menyanthes | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 163993 | ||||||||||||||
|
ფოთლები შეიცავს C ვიტამინს, მწარე გლიკოზიდებს, ალკალოიდებს და ფლავინოიდებს. სამკურნალოა, ხმარობენ მადის მომგვრელად. ფოთლების ექსტრატს იყენებენ მწარე ლიქიორის , ნარინჯის არაყისა და ლუდის წარმოებაში. ფოთლებიდან იღებენ მწვანე საღებავს.
წყლის სამყურას განამარხებული თესლი ნაპოვნია უძველეს დანალექებში მიოცენიდან მოყოლებული მეოთხეულ პერიოდამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. ქიმერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 369.