წყლის გოჭი, კაპიბარა (ლათ. Hydrochoerus hydrochaeris) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. თანამედროვე მღრღნელებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. მასიური სხეული აქვს. მისი სხეულის სიგრძე 1 მეტრზე მეტია, ხოლო მასა 50 კგ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 50-60 სმ. კუდი არ აქვს. დამახასიათებელია გრძელი კიდურები და ფართო ჩლიქისებური ბრჭყალები.

წყლის გოჭი

წყლის გოჭი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hydrochoerus hydrochaeris
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 10300
გავრცელება

მრავლდება წელიწადში ერთხელ. შობს 5-6 ნაშიერს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე. ცხოვრობს ხროვებად. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება მცენარეულობით. ადგილ-ადგილ ზიანს აყენებს პლანტაციებს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: