წულუკიძეები — ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში; ცნობილია 1451 წლიდან. იოანე ბატონიშვილის ცნობით, თავადის წოდება მიუღიათ იმერთა მეფის გიორგი III-ის ზეობისას, 1605 წელს.[1]

წულუკიძეთა საგვარეულო გერბი.

წულუკიძეები ფლობდნენ სათავადოს რაჭაში და ქვემო იმერეთის სარდლის სახელოს; საძვალედ ჰქონდათ ნიკორწმინდის ტაძარი. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის დაპყრობის შემდეგ, საგვარეულოს დაუმტკიცდა თავადობა 1850 წ.

  1. იოანე ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (1768-1830), წულუკიძე (იმერეთის თავადნი) დაარქივებული 2022-01-23 საიტზე Wayback Machine. . შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა.