წრომის პირველი ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წრომის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომიდან 1 კილომეტრზე ადგილ ბოსლებში. ნასოფლარის ტერიტორიაზე ჩანს ნასახლართა ბუდეები. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობის საძირკვლის ფრაგმენტები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 457.