წრომის მეორე ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წრომის ნასოფლარი.

წრომის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ე. წ. კუდა ტყესთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მიწის ჰუმუსოვანი საფარის ქვეშ შემონახულია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები. შენობებთან აღმოჩნდა მარცვლეულის შესანახი რამდენიმე ორმო - ხარო. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება