წრომის მეოთხე ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წრომის ნასოფლარი.

წრომის მეოთხე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის ცენტრალურ ნაწილში, საშუალო სკოლის მახლობლად. თარიღდება გვაინდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად დასახლებულია, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა დიდი ზომის ქვევრები. ამ მიდამოებში იპოვება ცისფრად მოჭიქული და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. აქვეა წყალსადენის თიხის მილები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება