წოფოფორი

(გადამისამართდა გვერდიდან წობოფორი)

წოფოფორი, წობოფორი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში (ახლანდელი მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე). მოიცავდა მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟორნა) ხეობას მდ. დებედის ზვემო წელამდე (მიაჩნიათ, რომ გარკვეულ პერიოდში მის საზღვრებში იყო მოქცეული ჭოჭკანის ხეობა და მდ. დებედის ქვემო წელიც). სახელწოდება „წოფოფორი“ მომდინარეობს რეგიონის ცენტრის - წოფის ციხისაგან და სომხური სიტყვისაგან „ფორ“ (ნიშნავს ხევს). ქართული ისტორიული წყაროების თანახმად წოფოფორი გაჩიანის მხარეში შედიოდა. სომხეთის ისტორიის წყაროები მას გუგარქის (გოგარენე) მხარეში იხსენიებენ. წოფოფორზე გადიოდა ქართლიდან სომხეთში მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. დაახლოებით X საუკუნეში წოფოფორში აშენდა ხოჟორნის ციხე, რომელიც მხარის ახალი ცენტრი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება