წმინდა ნინოს ტაძარი (პლასტუნკა)
წმინდა ნინოს ტაძარი პლასტუნკაში — მართლმადიდებელი ეკლესია ქ. სოჭის ხოსტის რაიონის სოფელ პლასტუნკაში, კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია. სამრევლო დაარსებულია XIX საუკუნეში, 1881–1886 და 1886–1894 წლებს შორის ჩასახლებული ქართველების (სულ 80 ოჯახი) მიერ.
1993 წლის 17 ივნისს ქ. სოჭის ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებას ნება დაერთო სოფ. პლასტუნკაში საკულტო ნაგებობის ასაშენებლად, მაგრამ დღემდე მშენებლობა დასრულებული არ არის.[1] მშენებარე ტაძარი მდებარეობს ზემო პლასტუნკის სასაფლაოზე.[2] იქვე არის მცირე ტაძარი-სამრეკლო (იხ. ფოტო). საფოსტო მისამართია: რუსეთი, ქ. სოჭი, ლესელიძის ქ. 50-ა. ტაძრის მოძღვარია მამა ამირანი.
1905 წელს პლასტუნკაში წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდლად ყოფილა ვინმე ნ. ოსიძე.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Пластунка: 1905 год – Великая Отечественная война დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Храм Святой Нино. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ Недостроенная церковь на Верхнепластунском кладбище[მკვდარი ბმული]
- ↑ Пластунка: 1905 год – Великая Отечественная война. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2010-10-14.