პლასტუნკა
პლასტუნკა — ქართველებით დასახლებული სოფელი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ხოსტის რაიონში. სოფელი დააარსეს XIX საუკუნეში, 1881-1894 წლებს შორის ჩასახლებულიმა ქართველებმა (სულ 80 ოჯახი). სახელი ეწოდა პლასტუნების დასახლების გამო. ბოლო მონაცემებით სოფლში 1500-მდე ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელი | |
---|---|
პლასტუნკა | |
სოფელი პლასტუნკა | |
ქვეყანა | რუსეთი |
მხარე | კრასნოდარის მხარე |
რაიონი | ხოსტინის რაიონი |
თემი | ბარანოვი |
კოორდინატები | 43°40′07″ ჩ. გ. 39°45′44″ ა. გ. / 43.66861° ჩ. გ. 39.76222° ა. გ. |
დაარსდა | 1869 |
ადრეული სახელები | მუტიხუასუა |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 2 498[1] კაცი (2010) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები, რუსები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +7 8622 |
საფოსტო ინდექსი | 354057 |
სკოლა
რედაქტირება110 წლის წინ სოფელ პლასტუნკაში, ადგილობრივი ქართველების მაცხოვრებლების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით, შეიქმნა ქართული სკოლა. დროთა განმავლობაში ქართული სკოლა რუსულ საშუალო 44-ე სკოლად გადაკეთდა, მაგრამ ქართულ ენას, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ საგანს ინარჩუნებდა, ხოლო უფრო მოგვიანებით სკოლა 9-წლიანი გახდა. სკოლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ქართული ენის სწავლება სასკოლო საგნებიდან საერთოდ იქნა ამოღებული და მას ქართული ენის წრის კვალიფიკაცია მიეცა.
სკოლას მრავალი წლის განმავლობაში კურატორობას კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ქართული კულტურის ცენტრი „ივერია“ უწევდა. პლასტუნკის სკოლის დირექციას ამ გადაწყვეტილების თაობაზე არ უცნობებია.[3]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში არის წმინდა ნინოს ტაძარი, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩასახლებულმა ქართველებმა დააარსეს.
საინტერესო ამბები
რედაქტირებარუსული მედიის ინფორმაციით, როგორც კი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ -საქართველოს ომი დაიწყო სოფლის შესასვლელსა და გამოსასვლელებში ქართული დროშა აღმართეს და იგი ამ დრომდე ფრიალებს. ქართველებმა დროშის აღსამართად სპეციალურად ამოარჩიეს მაღალი ადგილები ამიტომაც დროშა შორი მანძილიდანაც კარგად ჩანს. უკვე სამი წელია ადგილობრივი ხელისუფლება ამ საქართველოს დროშას ვერაფერს ვერ უხერხება. მუნიციპალური სამსახურები რამდენიმეჯერ ეცადნენ ეს დროშა ჩამოეხსნათ მაგრამ მოსახლეობას მხრიდან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. ძალის გამოყენება კი ჯერჯერობით არ უცდიათ.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Результаты Всероссийской переписи населения (2010). Численность населения Краснодарского каря по административно-территориальным единицам
- ↑ რუსეთის ერთ-ერთი სოფელში 2008 წლიდან საქართველოს დროშა ფრიალებს // Presage.tv
- ↑ სოჭის რაიონის ქართველებით დასახლებული სოფლის მოსახლეობა პაპუნა დავითაიას დახმარებას სთხოვს // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
- ↑ სოჭის რაიონის ქართველებით დასახლებული სოფლის მოსახლეობა პაპუნა დავითაიას დახმარებას სთხოვს // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]