ხეპილპილა
(გადამისამართდა გვერდიდან წკეპლა ცხარე)
ხეპილპილა, წკეპლა ცხარე (ლათ. Vitex agnus-castus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი ხე, ცოცხანასებრთა ოჯახისა. საგველად შეკრებილი, სურნელოვანი, წვრილი ცისფერი ყვავილები აქვს.
ხეპილპილა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Vitex agnus-castus | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 203350 | ||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ყირიმსა და დასავლეთ ამიერკავკასიაში. სინათლისა და სითბოს მოყვარულია; გვიანი და ხანგრძლივი ყვავილობა ახასიეთებს. მის მოქნილ ტოტებს კალატების მოსაწნავად იყენებენ. ხალხში ზოგჯერ აბრამის ხესაც უწოდებენ.
დეკორაციული მცენარეა. წკეპლა ცხარე საქართველოში ველურად გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე. მას თავისებური სიცხარე და სურნელება აქვს, მას სანელებლადაც იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში, თბ., 1957, გვ., 327
- ნ. ბაშინჯაყელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 470.