წითელი ხატი

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

წითელი ხატიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადის — ფაჩურისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3026 მ. აგებულია ჰოლოცენური ასაკის ანდეზიტური და დაციტური ლავებით. ახალგაზრდა ვულკანური კონუსია. აქვს დაუნაწევრებელი კალთები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. წითელი ხატის ფერდობებზე მდებარეობს ორი მაღალმთიანი ტბა: დიდი წითელი ხატის ტბა და პატარა წითელი ხატის ტბა.

წითელი ხატი
კოორდინატები: 42°24′53″ ჩ. გ. 44°20′37″ ა. გ. / 42.41472° ჩ. გ. 44.34361° ა. გ. / 42.41472; 44.34361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალგორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3026 
ქედი ხარულის ქედი
ამგებელი ქანები ანდეზიტური და დაციტური ლავა
ასაკი ჰოლოცენი
წითელი ხატი — საქართველო
წითელი ხატი
წითელი ხატი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
წითელი ხატი

ლიტერატურა

რედაქტირება