კეთილშობილი მარჯანი
(გადამისამართდა გვერდიდან წითელი მარჯანი)
კეთილშობილი (წითელი) მარჯანი (ლათ. Corallium rubrum) — ნაწლავღრუიანი ცხოველი მარჯნის პოლიპების კლასისა. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში, 100-200 მ სიღრმეზე. ქმნის დატოტვილ კოლონებს, რომლებიც მჭიდროდაა მიმაგრებული კლდოვან გრუნტზე. თვითონ პოლიპი თეთრია, აქვს 8 ბუმბულისებრი საცეცი, წითელი კიროვანი სხეულაკებისაგან (სპიკულებისაგან) შემდგარი შინაგანი ჩონჩხი, რომლისაგანაც ამზადებენ სამკაულებს — მძივებს, სამაჯურებსა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 459.