საცეცი
საცეცი — უხერხემლო ცხოველების (ნაწლავღრუიანები, მოლუსკები, რგოლოვანი ჭიები, მხარფეხიანები და სხვა) სხეულის მოძრავი გამონაზარდი. საცეცები ჩვეულებრივ მოთავსებულია სხეულის წინა ბოლოზე და ასრულებს საკვების მიტაცების, ზოგჯერ კი სუნთქვისა და შეხების ფუნქციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 214.