ალექსი წვეროშვილი
ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან წვეროშვილი, ალექსი)
ალექსი წვეროშვილი (დ. 1878 — გ. 1942) — ქართველი პოეტი. ალექსი დაიბადა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფლიონში. წერა-კითხვა ბავშვობაშივე უსწავლია. თითქმის ზეპირად სცოდნია „ვეფხისტყაოსანი“. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს რუსეთის არმიაში. 7 წელი გაატარა ტყვეობაში ქალაქ მიუნხენში. წერდა რუსულ და გერმანულ ენებზე. 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თავს ფიზიკური შრომით (იყო მჭედელი და დურგალი) ირჩენდა და თან კაფიებსა და ლექსებს ქმნიდა. 1939 წელს დასახლდა ლაფანყურში, სადაც 1942 წელს გარდაიცვალა.
ალექსი წვეროშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1878 |
დაბადების ადგილი | სოფლიონი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1942 |
გარდაცვალების ადგილი | ლაფანყური, საქართველოს სსრ, სსრკ |
ფსევდონიმი | ფრუშკა, ქოთილას თიკუნი |
საქმიანობა | პოეტი და მჭედელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | პოეზია |
ლიტერატურა
რედაქტირება- „ლაფანყურელი მოლექსეები“, 1991, რედაქტორები:იოსებ მთიბელაშვილი და ზინა მჭედლური. გამომცემლობა „მერანი“ გვ. 19