წეკო

ბალახოვანი მცენარე თამბაქოს გვარის ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა

წეკო (ლათ. Nicotiana rustica) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე თამბაქოს გვარის ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1,2 მეტრს აღწევს, აქვს ყუნწიანი, დანაოჭებული ფოთლები (12 — 20 ცალი ღეროზე). ღერო და ფოთლები დაფარულია ჯირკვლისებრი ბუსუსით, რომელიც სპეციფიკურ სუნს გამოსცემს. თესლი წვრილია.

წეკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  თამბაქო
სახეობა:  წეკო
ლათინური სახელი
Nicotiana rustica

ოვალური, ყავისფერი, მასა 1 000 თესლისა 0,2 — 0,35 გრამი. წეკოს სავეგეტაციო პეეიოდია 80 — 130 დღე. ჩითილის გადარგვიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საჭიროა 60 — 100 დღე. მშრალი ფოთოლი შეიცავს (%-ობით): 1 — 10-მდე ნიკოტინს, 15 — 20 ორგანულ მჟავებს, მ. შ. 10-მდე ლიმონმჟავას.

წენგოსგან მზადდება ფხვნილი (მოსაწევად), ბურნუთი (საყნოსველად), ნაყენი (ცხვირის გამოსარეცხად), აგრეთვე ნიკოტინმჟავა (ვიტამინი PP). წეკოს თესლი შეიცავს 35 — 40% ზეთს, რომელსაც ლაქსაღებავებისა და საპნის წარმოებაში იყენებენ.

წეკოს სამშობლოა ამერიკა. ევროპაში შემოიტანეს XVI საუკუნეში. საქართველოში წეკოს გამოყენებას არ აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. უმთავრესად მოჰყავთ მთიან რაიონებში ადგილობრივი მოხმარებისათვის. წეკოს მავნებლებია შემოდგომის ხვატარი, ველის ფარვანა, მავთულა ჭიები; დაავადება - წვეროს ქლოროზი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წეკო&oldid=3736057“-დან