ძუარზენჯი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ძუარზენჯი — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კედელას ქედის განშტოება ძუარზენჯზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — გომრულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3419 მ. ძუარზენჯი აგებულია ქვედაცარცული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. აქვს ციცაბო კალთები. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.
ძუარზენჯი | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′53″ ჩ. გ. 43°38′17″ ა. გ. / 42.63139° ჩ. გ. 43.63806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3419 მ |
ქედი | შოდა-კედელას ქედი |
ლანდშაფტი | ალპური და სუბნივალური |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა |
ასაკი | ქვედაცარცული |
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 282.