ძინგუ
იმპერატორის მეუღლე ძინგუ აგრეთვე ცნობილი როგორც იმერატორი ქალი რეგენტი ძინგუ (იაპონ. 神功皇后; დ. 169 — გ. 269) — იაპონიის იმპერატორი ქალი.[2] იმპერიის რეგენტი ქმრის, იმპერატორ ტიუაის გარდაცვალებიდან მისი შვილის, ოძინის ტახტზე ასვლამდე მართავდა.[3] იმპერატორი ძინგუ მე-15 იმპერატორად ითვლებოდა, თუმცა ე.წ. „ისტორიული რევოლუციის“ შემდეგ იგი იმპერატორების სიიდან ამოშალეს და მე-15 იმპერატორად ოძინი აღიარეს.
იმპერატორი ქალი ძინგუ | |
---|---|
神功皇后 | |
იაპონიის იმპერატორი ქალი | |
მმართ. დასაწყისი: | 201 |
მმართ. დასასრული: | 269[1] |
წინამორბედი: | ტიუაი |
მემკვიდრე: | ოძინი |
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 192 |
მმართ. დასასრული: | 200 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 169 |
გარდ. თარიღი: | 269 (100 წლის) |
მეუღლე: | იმპერატორი ტიუაი |
შვილები: | იმპერატორი ოძინი |
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]
ისტორიკოსების აზრით, ძინგუ უდავოდ ლეგენდის ნაწილია. კოძიკი მის შესახებ მარტო სახელს და გენეოლოგიას წერს. ძინგუ იმპერატორ ტიუაის მეუღლე და იმპერატორ ოძინის დედა იყო. ის იყო პირველი იმპერატორი ქალი, რომელიც არ იყო საიმპერატორო დინასტიიდან.
ლეგენდა
რედაქტირებაარანაირ უტყუარ საბუთს არ შეუძლია ამ ისტორიულ ფიგურაზე მისი ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება. ძინგუ ისტორიკოსების მიერ განიხილება, როგორც "ლეგენდარული" პიროვნება, რადგან არ არსებობს საკმარისი მასალა მისი პიროვნების კვლევებისა და შესწავლისათვის. ძიანგსუს სახელი, სანამ ის ქრიზანთემის ტახტზე ავიდოდა იყო ოკინაგატარაში-ჰიმე (息長帯比売).
მიუხედავად იმისა, რომ განსასვენებელი ადგილი ამ ლეგენდარული პიროვნების უცნობია, ძინგუ ოფიციალურად მისასაგის ნაწილად ითვლება და მისი საფლავის სტუმრობა დღესდღეობით შესაძლებელია ნარაში, მისასაგი-ჩოში. ეს ხვრელური ტიპის საიმპერატორო სასაფლაო ხასიათდება კეიჰოლის ფორმის კუნძულის მიერ, რომელიც ფართო წლით სავსე თხრილებითაა გარშემორტყმული.
კიტაბატაკე ჩიკაფუსა (1293-1345) და არაი ჰაკუსეკი (1657-1725) ამტკიცებდნენ, რომ იმპერატრიცა რეალურად იყო ჰიმიკო, მესამე საუკუნის იამატაიკოკუს მისანი დედოფალი, და, რადგან ჰიმიკო იყო ისტორიული ფიგურა, ნიჰონ შოკის ავტორების მიხედვით ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო საიმპერატორო ოჯახის წევრი. მათ შორის თანამედროვე მეცნიერები, ნაიტო ტორაჯირო ამტკიცებს, რომ იმპერატრიცა იყო იამატოჰიმე-ნო-მიკოტო, ხოლო ჰიგო კაზუო აცხადებს, რომ ის იამატო-ტოტოჰიმომოსო-ჰიმე იყო.
1881 წელს იმპერატრიცა ძინგუ გახდა პირველი ქალი, რომლის პორტრეტიც იაპონურ ფულზე დაიბეჭდა. მიუხედავად ამისა, არცერთი სურათი არ არსებობს ამ ლეგენდარული პიროვნებისა. ძინგუს გამოსახულება, მხატვრულად სავარაუდოდ ედოარდო ჩიოსსონემ შექმნა. სინამდვილეში ჩიოსსონემ გამოიყენა მთავრობის ქალი თანამშრომელი. ნახატი ასევე გამოიყენებოდა 1908-1914 წლების საფოსტო მარკებისთვის, ფაქტობრივად ის იყო იაპონიის პირველი საფოსტო მარკა, სადაც ქალი იყო გამოსახული. იოშიდა ტოიოს მიერ განახლებული დიზანი გამოიყენებოდა 1924-1937 წლებში ძინგუს დიზანიურ მარკებზე. ძინგუს დიზაინის გამოყენება მაშინ დასრულდა, როდესაც წამოვიდა მარკების ახალი სერია 1939 წელს.
საიმპერატორო კარი აღნიშნული იქნა, როგორც ოფიციალური მავზოლეუმი საკი ნო ტატანამი ნო იკე ნო ე ნო მისასაგიში, ნარაში, რომელიც ოფიციალურად იამატოს პროვინციას ეკუთვნის.
გარდა ლეგენდარული ძინგსუსა , იყო კიდევ რვა სამეფო გვარის იმპერატორი ქალი, მათი მემკვიდრეები კი ხშირად არჩეულნი იყვნენ იმპერატორული სისიხლის მამისეული მხრიდან, სწორედ ამიტომ ზოგიერთი კონსერვატორული სწავლება ეთანხმება, რომ ქალების მმართველობა იყო დროებითი და რომ კაცების წარმატების ტრადიცია მნიშვნელოვანია მხოლოდ XXI საუკუნეში. იმპერატორმა გენშომ ტახტზე თავისი ქალიშვილი იმპერატრიცა გენმეი აიყვანა, სწორედ ეს ითვლება ერთადერთ გამონაკლისად ამ სტანდარტული არგუმენტის საწინააღმდეგოდ.
დაპირისპირება
რედაქტირებანიკონ შოკის თქმით, იმპერატრიცა ხელმძღვანელობდა ჯარს, რომელიც შეიჭრა კორეაში და სამი წლის შემდეგ გამარჯვებული დაბრუნდა იაპონიაში. ამისდა მიუხედავად, არ არსებობს მისი მმართველობის არანაირი მტკიცებულება კორეაში. მისი ვაჟი ოძინი კი მისი დაბრუნების შემდეგ დაიბადა. ლეგენდის თანახმად მისი შვილი ჩაფიქრებული იყო, მაგრამ არ დაბადებულა ჩუაის სიკვდილამდე. ამ სამი წლის შემდეგ კი ბიჭი დაიბადა. ყოველი ეს პერიოდი არაუმეტეს ცხრა თვეს მოიცავს, ამიტომ შესაძლოა სამი "წელიწადი" იყოს ცხრა თვე (ზოგიერთ სეზონი) მაგალითად სამი მოსავალი და სხვ. ან მისი ქმრის მამობა იყო უბრალოდ მითი, სიმბოლური და არარეალური. ზოგი ფიქრობს, რომ იმპერატრიცა ძინგუს დაპყრობები დაფუძნებული იყო მხოლოდ გვანგაეტო სტელეზე. მაგრამ ლეგენდა ძინგუს შეჭრისა კორეის ნახევარკუნძულზე, ასევე ჩნდება უძველეს იპონურ კოჯიკის ქრონიკებში, რომელიც დაწერილია 680 წელს, ხოლო ნიჰონ შოკიმ ეს 720 წელს დაწერა. გარდა ამისა, ნიჰონ შოკი აცხადებს, რომ იმპერატრიცა ძინგუს მამა იყო იმპერატორ კაიკას შვილიშვილი და მისი დედა იყო კატსურაგის კლანიდან. ზოგი თვლის, რომ სიმბოლოები შეიცვალა და იაპონური არსებობა დამატებული იქნა გვანგაეტო სტელეზე. დღესდღეობით იაპონელი და ზოგიერთი ჩინელი მეცნიერები ეჭვის ქვეშ აყენებენ განზრახ დანგრეულ სტელეს თეორიას. იაპონიის სამხედრო საქმიანობა დამარცხებულ იქნა გვანგაეტოს მიერ, რომელიც სტელეს ნაწილს დაეუფლა. სტელეს გაშფრა ჯერ კიდევ საკამათო თემაა, რადგან მიუხედავად იმისა სტელე ძალით თუ შემთხვევით მაინც დაზიანდა. დაკარგული ნაწილების გარეშე კი მისი გადათარგმნა თითქმის შეუძლებელია. "პაეკჩე კორეადან იამატო იაპონიის წარმოქმნა"-ამ წიგნის მიხედვით იაპონელებმა არასწორად გაშიფრეს გვანგაეტო სტელე. სტელე იყო კორეელი მეფის ხარკი, მაგრამ პუნქტუაციის ნაკლებობის გამო ნაწერის გადათარგმნა 4 სხვადასხვა გზით შეიძლება. იგივე სტელე შეიძლება განიმარტოს: როგორც ამბობენ კორეამ გადაცურა ზღვა და დაიპყრო იაპონია, მაგრამ ამ წინადადების სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე თუ სად დასვავ სასვენ ნიშანს.
ჩინური სუის წიგნი ამბობს, რომ იაპონია სამხედრო დახმარებას უწევდა ბაეკძესა და სილლას.
სამგუკ საგის თანახმად ("სამი სამეფოს ქრონიკები"), რომელიც დაიწერა 1145 წელს, მეფე ასინმა თავისი ვაჟი ძეონძი 397 წელს ტვეობაში გაგზავნა. სილას მეფემ სილსეონგმა კი თავისი ვაჟი 402 წელს გააგზავნა. ორივე მცდელობა იყო, რათა მიეღოთ სამხედრო დახმარება იამატო იაპონიისგან, ასე, რომ მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ კამპანია, რაც მოთხოვნამდე დაიწყეს. ნიჰონ შოკის მიხედვით კორეისა და იაპონიის ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებდა კორეის პრინცის ამენოჰიბოკოს ჩასვლა იაპონიაში, რომელიც შემდგომი გახდა ტაჯიმამორის ბაბუა. გააგზავნეს თუ არა კორეელებმა მძევლები ან ნათესავები, რომლებიც ოჯახური კავშირით იყვნენ დაკავშირებულები ძალზედ საკამათოა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
- ↑ Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.