ძელი-ცხოველი (აზერ. Mazımçay kilsəsi) — მცირე ზომის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი საინგილოში, მდინარე მაწიმისწყლის ხეობაშიმარცხენა ნაპირზე, სოფელ მაწიმის ქვემოთ, ამჟამინდელი აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე. მახლობლადაა სოფელი მაზიმჩაი.

ძელი-ცხოველი
ძელის ეკლესია
მაზიმჩაის ეკლესია
ძელი-ცხოველი — აზერბაიჯანი
ძელი-ცხოველი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°48′20″N 46°21′00″E / 41.805556° ჩ. გ. 46.35° ა. გ. / 41.805556; 46.35
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ბელაქანი
ადგილმდებარეობა სოფ. მაზიმჩაი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება ~XIV-XV სს.

ეკლესია ქვითკირისაა და აგებულია სიპი ქვებისაგან. დგას მდინარის მარცხენა ნაპირთან, დაბურულ ტყეში.

სახელწოდება „ძელი-ცხოველი“ უძველესი დროიდან მომდინარეობს (IV-V სს.) და იგი ისეთივე ეტიმოლოგიისა და შინაარსისაა, როგორც „სვეტიცხოველი“. სვეტსა და ძელს აქ ერთნაირი მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული. ტერმინი „ძელის ეკლესია“ შედრებით გვიანი უნდა იყოს.

აღნიშნული ქვის ეკლესიის სახელწოდება ძელი-ცხოველი, ანუ ძელის ეკლესია, მის ადგილზე ხისგან აგებულ ადრინდელ ეკლესიის არსებობაზე მეტყველებს. ზეპირი გადმოცემებიდანაც ირკვევა, რომ ძველად დღევანდელი ქვის ეკლესიის ადგილზე ხისგან აგებული ეკლესია მდგარა, რომელიც, ალბათ, მტრის შემოსევის დროს დამწვარა. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ძელი-ცხოველის შემოგარენში 50-70 სმ. სიღრმიდან მიწის თხრისას ყველგან ნახშირი და ნაცარი ამოდიოდა, რაც ნახანძრალი ადგილის არსებობაზე მიუთითებს.

ძელი-ცხოველის ეკლესიის მშენებლობის ზუსტი თარიღის დადგენა მეტად გაძნელებულია, ვინაიდან თვით ძეგლზე ეპიგრაფიკის არავითარი ნიშანი არ მოიპოვება და არც მისი თავგადასავლის ისტორიას შემოუნახავს რაიმე ხელმოსაკიდი საბუთი. ასეთი ტიპის მცირე მოცულობის ეკლესიები საქართველოში გავრცელებული იყო ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების დროიდან, ვიდრე XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.

სამშენებლო ტექნიკის მიხედვით ძელი-ცხოვლის ეკლესიის თარიღად ვარაუდობენ XIV-XV საუკუნეებს.

ხალხური გადმოცემით, უკანასკნელად ძელი-ცხოველი აღდგენილ და განახლებულ იქნა ინგილოების მეორედ გაქრისტიანების პერიოდში, რაც XIX საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს ემთხვევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება