ძეგვის წმინდა თევდორეს ეკლესია
ძეგვის წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 3 კილომეტრზე. სტილისტური ნიშნებით X საუკუნით თარიღდება.
ეკლესია დარბაზულია (5 X 3 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ადგილებში (სატრიუმფო თაღი) გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, ხოლო მის ჩრდილოეთით ერთი ვიწრო ნიში. სარკმლის ქვეშ, კედელთან დგას კარგად გათლილი მოყვითალო ქვის სატრაპეზო, რომლის ზედაპირზე და გვერდებზე ფოსოებია ამოკვეთილი სამხრეთ ფასადზე, კარის დასავლეთით, ოდნავ ზემოთ ამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვრით შევსებული მედალიონი. ეკლესიას მარტივი, თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 337.