ძაღლმაყვალა
ძაღლმაყვალა (ლათ. Rubus caesius) — ხვიარა ფესურიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50-100 სმ აღწევს. ორსქესიანი, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები და შავი მოლეგო ფერის წვნიანი რთული ნაყოფი აქვს.
ძაღლმაყვალა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rubus caesius L. | ||||||||||||||
სახეობები | ||||||||||||||
იხ. ტექსტი | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ციმბირსა და კავკასიაში. საქართველოში იზრდება ტყეებში, ხეობებში, ღობეების გაყოლებაზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. ძაღლმაყვალას ნაყოფი იჭმება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.