ლაბირინთის ობობა

(გადამისამართდა გვერდიდან ძაბრიანი ობობა)

ლაბირინთის ობობა (ლათ. Agelena labyrinthica) — ფეხსახსრიან ცხოველთა სახეობა ძაბრიანი ობობების ოჯახიდან. პატარა ზომისაა, სხეულის სიგრძეა 18 მმ. ლაბირინთის ობობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. მუცელი მოშავო აქვთ, თეთრ ნიშნებს შორის ცენტრში გასდევს მკრთალი ხაზი. ლაბირინთის ობობა აბლაბუდას გამოიმუშავებს ფოთლებსა და ბოძებს შორის ზურგიდან უკან დახევით. ამას მოჰყვება გვირაბების ლაბირინთი (აქედან წარმოსდგება სახელწოდებაც). ლაბირინთის ობობა რეგისტრირებულია საქართველოშიც, კერძოდ, კი მანგლისში, სადაც იგი იპოვა ქართველმა არაქნოლოგმა თამარ მხეიძემ 1961 წელს.[1]

ლაბირინთის ობობა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Agelena labyrinthica
მრავალსახეობა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 261.