თამარ მხეიძე

ქართველი ზოოლოგი

თამარ სევერიანეს ასული მხეიძე (დ. 22 დეკემბერი 1915, როკითი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 11 აპრილი 2007, თბილისი) — ქართველი ზოოლოგი. საქართველოს პირველი არაქნოლოგი. ეკუთვნის 30-ზე მეტი სტატია და ერთი წიგნი საქართველოს ობობების შესახებ[1].

თამარ მხეიძე
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1915(1915-12-22)
დაბ. ადგილი როკითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 აპრილი, 2007(2007-04-11) (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა არაქნოლოგია და ზოოლოგია
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამარ მხეიძე გაიზარდა ქუთაისში. მოგვიანებით შეისწავლა ზოოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1990 წლამდე იქ მუშაობდა ლექტორად, რის შემდეგაც აქტიურ მუშაობას შეუდგა, როგორც არაქნოლოგი. თამარ მხეიძე ქორწინებაში იმყოფებოდა ქართველ ლიმნოლოგთან ლავროსი კუტუბიძესთან.

თამარ მხეიძე იყო კავკასიისს პირველი არაქნოლოგი. მისი მთავარი ღვაწლი მშობლიური ქვეყნის – საქართველოს ობობების შესწავლაში მდგომარეობს. 30-ზე მეტ სტატიაში მხეიძემ აღწერა ობობების და მთიბავების 40 ახალი სახეობა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მხეიძე, თამარ (1997): საქართველოს ობობები — სისტემატიკა, ეკოლოგია, ზოოგეოგრაფიული მიმოხილვა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 392 გვ.