ცხოვრება პეტრე ქართველისა

„ცხოვრება პეტრე ქართველისა“ — ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი, გადმოკეთებული ასურულიდან მაკარი მესხის მიერ დაახლოებით XIII საუკუნეში. მასში აღწერილია V საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის პეტრე იბერის ცხოვრება და მოქალაქეობა.

ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV საუკუნეში გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში) ერთვის 3 ანდერძი - ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორის - პავლე დეკანოზისა. ტექსტი იმთავითვე გადაწერილი ყოფილა „აშლით და წინაუკმო“, ჰკლებია შესავალი და დასასრული. აღდგენილი და გავრცობილი ტექსტის მიხედვით შეუძლებელია ვიქონიოთ სრული წარმოდგენა მაკარი მესხის თარგმანზე. თხზულების წარმომავლობა, შინაარსი და ანდერძთა ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ცნობების ავთენტიკურობა აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევს. XVIII საუკუნეში შემუშავდა ამ ნაშრომის მოკლე რედაქცია. შეიქმნა რამდენიმე საკითხავი და საგალობელი პეტრე იბერზე. ამ თხზულებებს ვხვდებით ქართულ ჰაგიოგრაფიულ კრებულებში, „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციაში და სხვა. ცხოვრება პეტრე ქართველისა გამოსცა ნიკო მარმა 1896 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება