არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაკარი ხახულელი.

მაკარი მესხი,[1] მაკარი მღვდელი[2]XIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. სირიული ენიდან გადმოიღო V საუკუნის თხზულება „პეტრე იბერიელის ცხოვრება“, რომლის ავტორად ზოგი ზაქარია ქართველს, ზოგი კი იოანე რუფუსს მიიჩნევს. მაკარი მღვდელის ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს სირია-პალესტინაში ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ზოგიერთი საკითხის გასაშუქებლად. მაკარის ნაშრომის რედაქცია ეკუთვნის XV საუკუნის I ნახევრის მოღვაწეს პავლე დეკანოზს. ამავე საუკუნეში შეიქმნა პავლეს ნაშრომის სვინაქსარული რედაქცია. მკვლევართა აზრით, მაკარი მღვდელის ნაშრომი თარგმნილზე უფრო გადმოკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, ტ. 2, თბ., 1967;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
  • გაწერელია ა., პეტრე იბერიელის ბიოგრაფიის საკითხები, „მნათობი“, 1970, №3;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ლოლაშვილი ი., არეოპაგიტიკის საკითხები, თბ., 1972.