არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაკარი მესხი.

მაკარი ხახულელი, მაკარი მესხი — XI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ხახულის ლავრის წინამძღვარი. გიორგი მცირის მიხედვით 1019 წელს, როცა მცირეწლოვანი გიორგი (შემდგომ გიორგი მთაწმინდელი) ხახულში ჩაიყვანეს, „მიჰგუარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი [იყო] დიდისა მის ლავრისაჲ “.

პეტრე იბერის ცხოვრება

რედაქტირება

მაკარი მესხი აკადემიკოს ნ. მარს XIII–XIV საუკუნეების მოღვაწედ მიაჩნდა; კ. კეკელიძის დასკვნით, იგი უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ძეგლში. სინას მთასა და პალესტინაში X საუკუნის დასასრულს მოღვაწე ქართველთა შორის მაკარიც იხსენიება. კ. კეკელიძის ვარაუდობდა, რომ მაკარი მესხი ხახულში დამკვიდრებამდე პალესტინაში მოღვაწეობდა, იქვე უნდა ემუშავა პეტრე იბერის „ცხოვრებაზე“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი, როგორც ჩანს, ხახულის ლავრის წინამძღვრად აირჩიეს.

იქედან გამომდინარე რომ პეტრე იბერის ცხოვრების თარგმანი XIII საუკუნის ძეგლია, მისი გადამწერი ვერ იქნებოდა XI საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირი. შესაბამისად მისი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო მაკარი მღვდელი მესხეთიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., მაკარი მღვდელი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მაკარი მესხი, ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წგ. 1, თბ., 1984.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება