ცულნისკარტა, ქოჩორა ცულნისკარტა[1] (ლათ. Fratercula cirrhata) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600-800 გ აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ძლიერი ნისკარტი, თვალებს უკან გრძელი ყვითელი ბუმბულების კონები. შეფერილია მოშავო-მურად, ლოყები თეთრია, ფეხები — წითელი. გავრცელებულია ალეუტის კუნძულებზე, ბერინგის ზღვის კუნძულებზე, ალასკაზე, აშშ-ში წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბუდობს კოლონიებად, კლდეზე, ნაპრალში დებს 1 კვერცხს. იკვებება წვრილი თევზით, ზღვის უხერხემლოებით. ცულნისკარტა კარგად ფრენს, ცურავს და ყვინთავს. ზოგან რეწვის ობიექტია (იყენებენ მის კვერცხებს, ხორცს, ნაწილობრივ ბუმბულს).

ცულნისკარტა
Tufted Puffin Alaska.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fratercula cirrhata (Pallas, 1769)
სინონიმები
  • Lunda cirrhata
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694934

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 83, 171, 193, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.